пятница, 17 октября 2008 г.

მომავლის სკოლა

პროექტის სახელი: მომავლის სკოლა

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას წარმატებული სკოლების შესახებ, მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციას წარმატებული სკოლის კრიტერიუმების შესახებ, გაეცნობიან განათლების სამინისტროს პროექტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების შესახებ .

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას საკუთარ სკოლაში, მოიძიებენ ინფორმაციას სკოლის ისტორიიდან,გაანალიზებენ მიღწევებისა და წარუმატებლობის მიზეზებს. გაესაუბრებიან ხანდაზმულ მასწავლებლებს და სთხოვენ სასარგებლო რჩევებს.გაითვალისწინებენ სახელმწიფოს, მშობელთა,პედაგოგთა და მოსწავლეთა ინტერესებს და შეეცდებიან ისეთი პროექტის შემუშავებას,რომელშიც მაქსიმალურად იქნება დაცული ყველას ინტერესი.გადაიღებენ ფოტოსურათებს და განათავსებენ ონ-ლაინში. შექმნიან ფოტოალბომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევს.

მონაწილეთა ასაკი: 14-18/ IX-XII კლასები

ვადები: 7 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოძიებული ინფორმაციის განხილვა, პრეზენტაციის გაკეთება, ესეების დაწერა,ელექტრონული ჟურნალის შექმნა. სკოლის ისტირიის ამსახველი გამოფენის მოწყობა რუბრიკით : "ჩემი სკოლა".მოსწაბლეთა ნახატების გამოფენა. შემოქმედ ბავშვთა ლექსების წაკითხვა. ვებ- გვერდის გაკეთება.
ექსკურსია თბილისის I სკოლაში.

მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, კომპიუტერში განთავსდება ფოტომასალა.გამოვა შემოქმედ ბავშვთა სასკოლო ჟურნალი,დაიბეჭდება ბუკლეტები.

სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან საინტერესო პროექტს წარმატებული სკოლის შესახებ,გაიზიარებენ გამოცდილებას.
სამუშაო ენა: ქართული,რუსული,ინგლისური.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა:მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.(ქართ.XII.1.)
მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.(ქართ.XI.8)
ისტორია: მოსწავლე გეგმავს თავის მომავალს.(მოქ.X 3.) მოსწავლე თანამშრომლობს თანატოლებთან და მოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად.(მოქ.X.6.)
გეოგრაფია: მოსწავლე იყენებს რუკებსა და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრების გამოსახატავად.(გეო.X.4)
ინფორმატიკა: თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების, მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების, შექმნის, გამოცემისა და გავრცელების მიზნით.(4,5,6)
მათემატიკა:მოსწავლე იყენებს სტატისტიკურ და ალბათურ ცნებებს/თვალსაზრისებს ყოველდღიურ ვითარებებში.(მათ.X 16.)
მონაწილეები სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა რაზმაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა manana1212@gmail.com
პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://MANANA25eSKOLA.blogspot.com